განცხადება საწრეო მუშაობის შესახებ


სსიპ ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლის დირექტორს, 
ქალბატონ ქალბატონ  ელენე ფუტკარაძეს
ამავე სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის 
 რუსუდან გორგაძის  


გ  ა  ნ  ც  ხ  ა  დ  ე  ბ  ა
     სურვილი მაქვს, 2018 წლის ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით სსიპ ქალაქ თბილისის N167 საჯარო სკოლაში IVგ კლასის ბაზაზე  დაიწყოს ფუნქციონირება სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების წრემ ,,ხელოვნება“. საწრეო მუშაობა ჩატარდება ყოველ ხუთშაბათს მეექვსე გაკვეთილზე. 



საწრეო მუშაობის მიზნებია:
Ø  მოსწავლეთა  შემოქმედებითი  თვითგამოხატვის და თვითრეალიზაციის უზრუნველყოფა;
Ø  ესთეტიკური აღქმისა და მშვენიერების განცდის უნარის განვითარება;
Ø  შემოქმედებითი აზროვნებისა   და ემოციური სფეროს განვითარება;
Ø  სხვადასხვა მასალისა და ტექნიკის ფლობის, ახალი გამომსახველობითი ხერხების დაუფლებისა და პრაქტიკაში რეალიზების უნარ-ჩვევების განვითარება;
Ø  სოციალური და საკომუნიკაციო უნარების განვითარება.



გთხოვთ, დამრთოთ ნება, რომ აღნიშნულმა წრემ ამა წლის 19 ოქტომბრიდან დაიწყოს მუშაობა.

                                                                                      


      განმცხადებელი: რ.გორგაძე

                                                                   თარიღი: 15.10.2018


No comments:

Post a Comment